მთავრობამ ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობამ ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ფერმერებისთვის მექანიზაციის თანადაფინანსებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„მათ მეტი წვდომა სჭირდებათ მექანიზაციაზე, რადგან ფერმერებს თავად ჰქონდეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. 2018 წელს მთავრობამ დაიწყო მექანიზაციის დაფინანსება აგროკრედიტის ფარგლებში, მაგრამ ვხედავთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა, მათ შორის საგრანტო თანადაფინანსება. ახალი პროგრამის ფარგლებში, 50 პროცენტი გრანტით განხორციელდება სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება. მაქსიმალური ლიმიტი 150 ათასი ლარია. ეს იქნება მაქსიმალური გრანტი, რომელსაც ფერმერი მიიღებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, ფერმერები, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობა სურთ, ფერმერთა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები