სოსო ფხაკაძე: „თი-ბი-სი ბანკის“ ბედი ამ ეტაპზე გარკვეულია და წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას

„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ საქართველოში ფინანსური სექტორის სტაბილურობა „თი-ბი-სი ბანკის“ სტაბილურობაზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, „თი-ბი-სი ბანკის“ ბედი ამ ეტაპზე გარკვეულია და წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.
„თი-ბი-სი ბანკი“ ბიზნესასოციაციის წევრია და ჩვენ, როგორც ინსტიტუცია, ვიცავთ ინსტიტუციას. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, რომლებმაც ამ ბანკის საკითხი დავაყენეთ მთავრობასთან და მათგანაც შესაბამისი დაპირება მივიღეთ. ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმის, რომ „თი-ბი-სი ბანკის“ სტაბილურობაზეა დამოკიდებული საქართველოში ფინანსური სექტორის სტაბილურობა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები