უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს – პეტრო პოროშენკოს ევროპელი კოლეგები ულოცავენ

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ცესკო-მ ხმების ნახევარზე მეტი დათვალა. პეტრო პოროშენკო 53 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს 13 პროცენტით ტიმოშენკო იკავებს. პეტრო პოროშენკო უკვე იღებს მილოცვებს ევროპელი კოლეგებისგან. უკრაინის ახალ ლიდერს კარლ ბილდტმაც მიულოცა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ უკრაინისთვის და ევროპისთვის ეს სასიხარულო ახალი ამბავია.
პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას პირადად დაურეკა. მსოფლიო ლიდერებისგან პოროშენკო არა მხოლოდ მილოცვებს, არამედ კონკრეტულ მხარდამჭერ გზავნილებსაც იღებს. თითქმის ყველა ლიდერი მილოცვის ტექსტში აღნიშნავს, რომ უკრაინას პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ოფიციალური მოსკოვიც გამოეხმაურა.
უკვე გაჟღერდა კრემლის ოფიციალური პოზიციაც. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას და მთავრობასთან და პეტრო პოროშენკოსთან სათანამშრომლოდ მზად არის. უკრაინელი ხალხის არჩევანს სოლიდარობა გამოუცხადა ყოფილმა პრეზიდენტმაც. იანუკოვიჩი ამბობს, რომ პატივს სცემს ხალხის არჩევანს, თუმცა მიაჩნია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობისთვის მასში აღმოსავლეთ რეგიონების მონაწილეობაც საჭირო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები