ლუკ კოფი: საქართველო ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია

„ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ამბავი საქართველოს მოსახლეობისთვის და ის ნათლად წარმოაჩენს საქართველოს პოზიციას რეგიონში. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და ეს გახლავთ ამის კიდევ ერთი მტკიცებულება”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა (The Heritage Foundation) ლუკ კოფიმ, Fitch- ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურების შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი აჩვენებს, რომ საქართველო სტაბილურია გარე რყევების მიმართ, მათ შორის იმ პროცესების გათვალისიწინებით რაც ხდება მის სავაჭრო პარტნიორებში- თურქეთსა და რუსეთში.
„საინვესტიციო გარემო, ხელს შეუწყობს გეოპოლიტიკურ სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში”,- აღნიშნა ლუკ კოფიმ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, FitchRatings-ის მიხედვით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB”-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.
მსგავსი წინსვლა აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოში მხოლოდ ორმა ქვეყანამ საქართველომ და უნგრეთმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები