მამუკა ხაზარაძე დღეს პარლამენტში მივა
„თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დღეს, პარლამენტში მივა. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტის მოსმენაზე იგი პარლამენტარებს და საზოგადოებას საქმის დეტალებს გააცნობს.
„სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს, დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისათვის, ხაზარაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.