მარიამ ჯაში: ვაფართოებთ განათლების მიღების შესაძლებლობებს, ვაფართოებთ არჩევანს მოსწავლეებისთვის და ასევე აბიტურიენტებისთვის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – ,,პროფესიული განათლება სკოლებში” – მონაწილეობდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება ახალგაზრდებს სკოლებში სწავლისა და განვითარების დამატებიღ შესაძლებლობებს აძლევს.

მისივე თქმით, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის მთავრობის დახმარებით, 200-ზე მეტი სკოლაა და ათი თასამდე მოსწავლე ჩაერთო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში, რომელსაც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

,,ეს არის სკოლებისა და კოლეჯების ერთობლივი თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ინიციატივა, რომელიც საშუალებსა აძლევს მოსწავლეებს, რომ სკოლის ბაზაზე პროფესიული განათლება მიიღონ. პროფესიული განათლების კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კანონი, რომელიც პარლამენტმა 2018 წლის შემოდგომაზე მიიღო და რომელსაც პრაქტიკულად ახალ ეტაპზე გადაჰყავს პროფესიული განათლება. ვაფართოებთ განათლების მიღების შესაძლებლობებს, ვაფართოებთ არჩევანს მოსწავლეებისთვის და ასევე აბიტურიენტებისთვის,”- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, თუ ადრე კოლეჯის ეტაპზე მთავრდებოდა განათლების მიღების შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი ბარიერები იყო უმაღლესი განათლების ეტაპზე გადასასვლელად, ეს საკანონმდებლო ჩიხი უკვე აღმოფხვრილია.

,,2019 წლის გაზაფხულიდან მოსწავლეებს შეეძლებათ, კოლეჯში მიიღონ როგორც პროფესიული განათლება, ასევე, სკოლის საატესტატო პროგრამა დაასრულონ და, სურვილის შემთხვევაშო, სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ის, რომ ჩვენ წელს შევქმენით თანაბარი შესაძლებლობები როგორც საჯარო, ასევე, კერძო კოლეჯებისთვის, რაც ჯანსაღი კონკურენციის პირობებს იძლევა. მსგავსი პროექტები არის მნიშვნელოვანი, რათა პროფესიული განათლების შესაძლებლობები სწორად შეფასდეს და დაინტერესების შემთხვევაში, ახალგაზრდებმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ,”- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები