სემეკი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 26 თებერვალს, 15:00 საათზე ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს.

დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შეხვედრაზე განიხილება კომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: http://gnerc.org/ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/21066

2019 წლის 18 იანვარს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შემუშავდა პროექტი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშიგადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2019 წლის 26 აპრილი განისაზღვრა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართება სემეკის ოფისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები