სათხის სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება
26 თებერვალს, 12 საათზე, სათხის მონასტერს (ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი) იტალიელი რესტავრატორი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM – The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) მიერ აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი სტეფანო ვოლტა ეწვევა.
როგორც „კვირას“ „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე უცხოელ ექსპერტთან ერთად, რესტავრაციის პროექტის პირველი ეტაპით განხორციელებულ სამუშაოებს მოინახულებენ – „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ბოლნისის ეპარქიისა და საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ წარმომადგენლები.