ევროპარლამენტის არჩევნებში სახალხო პარტია ლიდერობს
ბრიუსელში გუშინ გამართული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, 751-ადგილიან ევროპარლამენტში ყველაზე მეტი – 212 მანდატი ევროპის სახალხო პარტიამ მოიპოვა. მეორე ადგილზე, დაახლოებით 186 დეპუტატით, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ გავიდა. „ლიბერალებისა და დემოკრატების გაერთიანება“ კი მესამე ადგილს დასჯერდა და ახალ პარლამენტში 71 მანდატი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არჩევნებზე მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ „ევროსკეპტიკოსები და მემარჯვენე რადიკალები“, რომლებმაც, საერთო ჯამში, 140 ადგილი მიიღეს.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებს 5 წლის ვადით ირჩევენ.