პოროშენკოს მთავარ პრიორიტეტად ყირიმის საკითხის გადაწყვეტა მიაჩნია

ყირიმის საკითხის გადაწყვეტა უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება,- ასე ფიქრობს კანდიდატი პეტრე პორეშენკო, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, უკვე გამარჯვებულია.
„პრეზიდენტისა და მთელი უკრაინის ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი ყირიმის საკითხის გადაწყვეტა იქნება: ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება, უკრაინელების დაცვა, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რომლებიც თავისი ,,უკრაინელობისთვის“ ახლა უდიდესი წნეხის ქვეშ არიან“,- განაცხადა დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე პოროშენკომ.
პოროშენკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს პრემიერ- მინისტრის არსენი იაცენიუკის შეცვლას და მასთან კარგ თანამშრომლობაზე ამყარებს იმედებს. წინასწარი მონაცემებით, პოროშენკო პირველ ტურში 53, 72 % – ხმის რაოდენობით იმარჯვებს. ჯერჯერობით ბიულეტენების 60,15 %-ია დამუშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები