„ოსკარის“ წლევანდელი გამარჯვებულები ცნობილია (ფოტოკოლაჟი)

„ოსკარის“ 91-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას წელს პირველად წამყვანი არ ჰყოლია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ჰოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავებმა გამოაცხადეს. წამყვანების მონოლოგებს კი მუსიკალური ნომრები და პერფორმანსები ჩაენაცვლა.
წლის საუკეთესო ფილმის ტიტულის მფლობელი ფილმი „მწვანე წიგნი“ გახდა. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმ „რომას“ რეჟისორმა ალფონსო კუარონიმ.
წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში რამი მალეკმა გაიმარჯვა. მან ფილმში „ბოჰემიური რაფსოდია“ ფრედი მერკურის როლი შეასრულა.
„ოსკარი“ – 2019“-ის გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო ფილმის ნომინაცია – პიტერ ფარელის ფილმი „მწვანე წიგნი“;
საუკეთესო რეჟისურისთვის – ალფონსო კუარონი – „რომა“;
საუკეთესო მთავარი ქალის როლის შესრულებისთვის – ოლივია კოლმანი – The Favourite;
საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცის ნომინაცია – რემი მალეკი – „ბოჰემური რაფსოდია“;
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი – რეჯინა კინგი;
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლის შემსრულებელი – მაჰერშალა ალი;
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – ლედი გაგა და ბრედლი კუპერი.
საუკეთესო მუსიკა –  „შავი პანტერა“ – ლუდვიგ გორანსონი;
საუკეთესო სიმღერა – „ვარსკვლავის დაბადება“;
საუკეთესო ორიგინალური სცენარი – „მწვანე წიგნი“ – ნიკ ვალელონგა, ბრაიან კარი, პიტერ ფარელი;
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი – „შავი კუკლუქსკლანელი“ – ჩარლი უაჩელი, დევიდ რობინოვიცი, კევინ ვილმოტი და სპაიკ ლი;
საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის – „პირველი ადამიანი“;
საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „სპაიდერმენი“;
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – ალფონსო კუარონის „რომა“;
საუკეთესო მხატვრობა – „შავი პანტერა“.
ხმის საუკეთესო მონტაჟი – „ბოჰემური რაფსოდია“.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია – ბაო;
საუკეთესო კოსტიუმ- დიზაინი –  „შავი პანტერა“
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური – Period. End of Sentence.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები