ფოლკლორისტები ანსამბლ “ბასიანის” მხარდასაჭერად ერთიანდებიან

ფოლკლორისტები ანსამბლ “ბასიანის” მხარდასაჭერად ერთიანდებიან. სამების საპატრიარქო გუნდის  ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მუსიკალურ პროდიუსერს, მარინა ბერიძეს მიმართავს:

“მოსკოვში და რუსეთში ბევრი მუსიკოსი დავდივართ, მათ შორის თქვენი უახლოესი მეგობრებიც, მაგრამ მოღალატედ მხოლოდ ზოგიერთი რატომ ცხადდება?
“ბასიანის” შემთხვევაში, ზუსტად ვიცით რატომაც – იმიტომ, რომ გიორგი უშიკიშვილს, რომელიც კახური სიმღერის ფენომენალური მომღერალია, მაგრამ გიორგი დონაძეზე დაბალი დონის ლოტბარი და მცოდნეა სიმღერა-გალობისა (და ამას ვამბობ, როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოლოგი და დირიჟორი და ორივე გიორგის კარგად მცნობი ადამიანი),  ასევე, დონაძეზე უფრო ნაკლებად წარმატებული მენეჯერი ამ სფეროსი, უბრალოდ, შურს გიორგი დონაძის, ებრძვის მას და სურს, სამაგიერო გადაუხადოს და შური იძიოს მასზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ის ხელმძღვანელობს ფოლკლორის ცენტრს და ბრწყინვალე პროექტებს აკეთებს. ცდილობს, გაანადგუროს იგი “რუსთავი 2”-ის და ნეგატიური პროპაგანდის დახმარებით.
ესაა და ეს.
სხვა არტისტებიც, მათ შორის სახელმწიფო კოლექტივების მეთაურებიც, დადიან რუსეთში, მაგრამ ამაზე დუმან თქვენი მებრძოლი კოლეგები. უშიკიშვილიც არ სწერს პოსტებს მათზე, ერიდება, ეშინია, არ აინტერესებს… მესმის, ისინი საჭირო ხალხია “რუსთავი 2”-სთვის.. აი, “ბასიანის” ბიჭებს კი შეგიძლიათ გადაუაროთ და ალანძღვინოთ “რუსთავი 2”-მა თქვენს პარტიულ მომხრეებს, ისტერიული წყევლა-კრულვითა და ლანძღვა-გინებით (საშინელი კომენტარებია სიუჟეტთან და მის გაზიარებებთან)…
მე იმას კი არ ვამბობ, რომ სხვებიც უნდა ლანძღოთ ჟურნალისტებმა. არა, პირიქით, არავინ არ უნდა ლანძღოთ და ისევე ჯანსაღად უნდა უყურებდეთ ქართული მუსიკის რუსებთან ან რუსეთში გამარჯვებას, როგორც, ვთქვათ, მორაგბეეების იქ გამარჯვებას უყურებთ…”,- წერს სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ფოლკლორული ანსამბლი “ბასიანი” სამშობლოში გასტროლიდან დღეს დაბრუნდა. 2019 წლის უცხოური ტურნეს ფარგლებში,  კონცერტები იაპონიაში, იტალიაში, რუმინეთსა და აშშ გაიმართება.

პოსტი იხილეთ ვრცლად: https://www.facebook.com/svi.jangulashvili/posts/10205530524178230

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები