გურამ ოდიშარიას თანამდებობა არ დაუტოვებია

       საქართველოს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას თანამდებობა არ დაუტოვებია, – ამის შესახებ პორტალ “კვირას“ კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა. ცქიტიშვილის თქმით, გურამ ოდიშარია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
“ ბატონ გურამს თანამდებობა არ დაუტოვებია, არ ვიცი ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება რაში დასჭირდეთ. მინისტრი დღესაც მნიშვნელოვან შეხვედრას მართავს და მუშაობის ერთკვირიანი გრაფიკიც გაწერილი აქვს“, – განუცხადა “კვირას“ ირმა ცკიტიშვილმა. ცნობისთვის, გურამ ოდიშარიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები