„წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ – ეკა კიკნაძის ლექცია გაიმართება

23 თებერვალს, 16:00 საათზე, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში,   მორიგი ლექცია გაიმართება ციკლით – „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ .
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მუზეუმში გამართული გამოფენის მიხედვით, ლექციათა ციკლის შემდეგი მომხსენებელია – გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ეკა კიკნაძე.
მომხსენებელი შეეხება ქართულ სახელოვნებო სივრცეში 1910-1930-იან წლებში მიმდინარე პროცესებს, მხატვრობის გზას მოდერნიზმიდან სოცრეალიზმამდე, რეპრესიებს შეწირულ ქართველ მხატვრებს, „დაპატიმრებულ ხელოვნებას“ და იმ ფიზიკურ და ესთეტიკურ დანაკლისს, რომელიც წითელი ტერორის სახელით ცნობილმა მასობრივმა რეპრესიებმა მიაყენა ქვეყანას.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები