ეკა ბესელია: დღეს გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხმატკბილებული სწორედ კობახიძეები, ზარდიაშვილები და ოხანაშვილები არიან

ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მათ ასევე არ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ რეჟიმადგამოცხადებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ,  ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, დღეს გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხმატკბილებული სწორედ კობახიძეებიზარდიაშვილები და ოხანაშვილები არიან.

„ეს არის ლუსტრირება, რაც ხდება დღეს ჩვენს პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იყო არამხოლოდ ცხრა დეპუტატის ხმა, ეს იყო ინიციატივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა უჭერდა მხარს, ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მათ ასევე არ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას.

აი, ვინ არის კიდევ ერთხელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხმატკბილებული და ვინ არის თავისი ქმედებით იმ ძალადობრივ სისტემასთან გარიგებული. ჩემთვის დღევანდელი დებატები და სურათი აჯამებს საკმაოდ მძიმე რეალობას, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში.

სამწუხაროდ, ვერც ირაკლი კობახიძემ, ვერც ზარდიაშვილებმაოხანაშვილებმა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ძალადობრივ რეჟიმად გამოეცხადებინათ სააკაშვილის რეჟიმი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, ეკა ბესელია განცხადების გაკეთებას ხვალ, 12:00 საათზე გეგმავს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა. დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ წარადგინა. ინიციატივაზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები