ლევან გოგიჩაიშვილი: გიდასტურებთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნასთან ბოლო გამოსვლა მქონდა

გიდასტურებთ, რომ უმრავლესობის ფორმატში ბოლო გამოსვლა მქონდა პარლამენტის ტრიბუნასთან, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, დაგიდასტუროთ, უმრავლესობის ფორმატში მქონდა ბოლო გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნასთან. დღეს ჩემთვის ზღვარი წაიშალა, რაზეც ვშიშობდი, რომ წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა მორალური უპირატესობა, რადგან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში, იურიდიულად უფორმებდა ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები