სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთოს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ,,კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფო ქაცარავამ დადებითად შეაფასა სლოვაკეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია კონფლიქტის პრევენციისკენ, მედიატორის როლის შესრულებასა და კონფლიქტურ რეგიონებში ზიანის შემცირებისაკენ , ასევე, ფოკუსირებულია ადამიანის საჭიროებებზე.

სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა და ასევე დაახლობით 400,000 დევნილზე, რომლებიც  საკუთარი სახლებიდან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, იძულებით გამოდევნეს. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთოს ძალისხმევა სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს მიმართული. ხაზი გაესვა, რომ საქართველს რეგიონების ოკუპაცია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებაა.

,, ბევრი თქვენგანი ადგილზე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ნახა, თუ რა მძიმე სიტუაციაა უსაფრთხოების კუთხით. ეს არამხოლოდ საქართველოსთვისაა გამოწვევა, არამედ მთლიანად რეგიონული და ევროპული უსაფრთხობისთვის,”- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, რომელიც 21-22 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქში იმართება, საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები