პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა.

დღევანდელ  სხდომაზე ცვლილებები ერთ-ერთმა ავტორმა, ეკა ბესელიამ წარადგინა. ინიციატივაზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, წინააღმდეგ 17 წავიდა. პროექტის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები