საქართველოსა და ესვატინის (ყოფილი სვაზილენდი) სამეფოს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

ესვატინის (ყოფილი სვაზილენდი) სამეფოს დედაქალაქში, საქართველოსა და ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ესვატინის მხარეს კი – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი თული დლადლა ხელმძღვანელობდა.

კონსულტაციებზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის, ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განვითარება, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანმშრომლობა განიხილეს.

მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინიპების, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპებისადმი და ორმხრივი კონტრაქტების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები