უწყების ხელმძღვანელი პირები ვეტერანთა მსოფლიო კონგრესს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 16-18 თებერვალს, ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის (WVF) ორგანიზებით, ვეტერანთა მსოფლიო კონგრესი ჩატარდა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტის, დან ვიგო-ბერგტუნის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე და მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე ესწრებოდნენ.
კონგრესი მიეძღვნა მსოფლიოს გლობალურ უსაფრთხოებაში ვეტერანების როლს და იმ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით, ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის წინაშე დგას.
ღონისძიებაში მსოფლიოს 120 ქვეყნის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სამსახურების ხელმძღვანელი პირები იღებდნენ მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ შეხვედრები გამართეს ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან, დან ვიგო-ბერგტუნთან, ისრაელის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა ფორუმის თავმჯდომარესთან, მირაბელ ოპერჰეიმერთან, არგენტინის ხუან დომინგო პერონის ეროვნული ინსტიტუტის პოლიტიკის კომისიის წევრთან, არგენტინის ჯანმრთელობის სამინისტროს ვეტერანთა ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორთან, მარსელო გუსტავო სანჩესთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბელგიის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სამსახურების წინაშე არსებული გამოწვევები და მომავალი, ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები