ანსამბლი „ბასიანი“ „ლინკოლნ-ცენტრის“ საიუბილეო ღონისძიებაზე მიიწვიეს
ანსამბლი „ბასიანი“ „ლინკოლნ -ცენტრის“ საიუბილეო ღონისძიებაზე მიიწვიეს.
როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, 2019 წლის უცხოური ტურნეს ფარგლებში „ბასიანი“ ნიუ-იორკში 5-20 ნოემბერს მიემგზავრება, ამჟამად ანსამბლის წევრები კონცერტებს რუსეთში მართავენ, წელსვე დაგეგმილია კონცერტები იაპონიაში, იტალიასა და რუმინეთში, აშშ-ში კი ანსამბლი ივნისში ჩავა.