სემეკში საჯარო სამსახურების დაძმობილების მესამე პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სამსახურების დაძმობილების მესამე პროექტი დაიწყო.
პროექტის, სახელწოდებით „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“, ძირითადი მიზანია მომსახურების ხარისხთან და მიწოდების საიმედოობასთან დაკავშირებული ნორმების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის განმახორციელებელ პარტნიორებს ერთობლივად წარმოადგენენ ავსტრიის მარეგულირებელი ორგანო (E-Control), საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (CRE) და საბერძნეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (RAE). პროექტი 21-თვიანია და ბიუჯეტი 1 200 000 ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები