რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება
21 თებერვალს, 18:30 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, კინორეჟისორის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის წარდგენა გაიმართება.
20:30 საათზე, კინოთეატრ რუსთაველის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
რეზო ესაძე მონაწილეობდა 122 ფილმში და გადაიღო 11 ფილმი. არის მრავალი პრემიის ლაურეატი, მათ შორის -რუსთაველის პრემიის ლაურეატია.
1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.