ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა
საფრანგეთის რესბუბლიკამ ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. საფრანგეთში მოღვაწე ანა ჭეიშვილის ცნობით, ამ პროექტზე, საფრანგეთის ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობით, მუშაობდა ასოციაცია île du Monde , ასევე ამ პროცესში ჩართული იყო ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“.
ასოციაციამ პროექტი ორჯერ წარადგინა საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროში. ამჯერად კი სამინისტროში წარსადგენად სპეციალური ფილმიც შექმნეს.
„ამ გადაწყვეტილების მიხედვით გამოდის, რომ საფრანგეთმა აღიარა ქართული ემიგრაციის წვლილი საფრანგეთის კულტურის ისტორიაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ანა ჭეიშვილი.