თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სს „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილი ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, შოთა მილორავას, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ზანდუკელის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის, იალბუზის, ბოჭორმის, არბოშიკის, სამასი არაგველის, ბოდბეს, შავსოფლის და ლუსინიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქსოფმანქანის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, ვაჟა ბანეთიშვილის, გოკიელის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ესენინის, მუხაძის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, ახვლედიანის, ამირანაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ბალანჩივაძის, დოლიძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიისა და გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები