ივანე მაჭავარიანი შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პატრიკ ფრანცენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება ქართულ-შვეიცარიული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას სხვადასხვა სექტორში, თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და პროფესიული განათლების სფეროებში.
შეხვედრის დასასრულს,მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანონ ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები