შინაგან საქმეთა მინისტრი წვევამდელთა ფიცის მიღებას დაესწრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. მოდულის შენობასთან ასოთხმოცდაერთი წვევამდელის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. უწყების ინფორმაციით, წვევამდელთა ფიცის მიღებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრო. ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს, შემდეგ კი საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს.
ცერემონიალის დასრულებისას წვევამდელები მამა დავითმა დალოცა. წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. ისინი შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით, ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყოველ მესამე დღეს 24- საათიან მორიგეობას. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო- სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ კი წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

1461811_824968597531904_6765037806730507307_n

1797430_824968720865225_2126479906848303766_n

10311730_824968664198564_2341806204366652255_n

10373986_824968587531905_6821134236782184909_n

10408008_824968590865238_3158866601608972764_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Hd2P468-k-Y&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები