ბიზნესომბუდსმენი: მზად ვარ, პირადად შევხვდე “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებლებს


ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.
„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, პირადად შევხვდე ბანკის დამფუძნებლებს, თუ აქვთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომელი უწყებიდან ხდება გარკვეული ზეწოლა კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში”, – განაცხადა ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ შექმნილმა ვითარებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმე არ უნდა დააზიანოს.
„აბსოლუტურად ყველა მხარემ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფონმა მნიშვნელოვნად არ უნდა დააზიანოს საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერმა არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შეიძლება, არასწორი განცდები გამოიწვიოს ინვესტორებში, ამიტომ ინვესტორებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლექვინაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას კი ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები