თემურ ბაბლუანთან სალონური საუბრების საღამო გაიმართება

23 თებერვალს, 20:30 საათზე, აზროვნების აკადემიაში, გაიმართება  კინორეჟისორთან და მწერალთან – თემურ ბაბლუანთან სალონური საუბრების საღამო გაიმართება.
საუბრის თემა იქნება თემურ ბაბლუანის სადებიუტო რომანი – „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“, რომელშიც აღწერილია ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრება.
შეხვედრაზე კინორეჟისორის შემოქმედებაზეც, მის ფილმებზეც გამახვილდება ყურადღება.
დასწრების საფასურია – 30 ლარი.
მოსწავლეების და სტუდენტებისთვის – 20 ლარი.
ფასი მოიცავს ფურშეტსაც.
მისამართი: იოსებიძის 57.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები