„მოგონებები მერაბ კოსტავაზე“ – საღამო გაიმართება
22 თებერვალს, 16 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმში უმასპინძლებს საღამოს – „მოგონებები მერაბ კოსტავაზე“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრის სტუმარია მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ვახტანგ მარტიაშვილი, რომელიც თვითმხილველის პოზიციიდან გააანალიზებს საქართველოს უახლესი ისტორიის საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებს.
გაიხსენებს, თუ რა გამოწვევის წინაშე იდგა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნული მოძრაობა და როგორ ახერხებდნენ მისი ლიდერები ამ სირთულეებთან გამკლავებას.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: თბილისი, მ. ზანდუკელის 1, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი.