„პასტერნაკის ქართველი ადრესატები“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

20 თებერვალს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში  სალომე ბედუკაძის წიგნის – „პასტერნაკის ქართველი ადრესატების“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი ქართველ მეგობრებთან მიწერილი წერილებისა და მათი კომენტარების თარგმანთან ერთად მოიცავს (Борис Пастернак – Полное собрание сочинений с приложениями, В одинадцатых томах – წერილებიც და კომენტარებიც ნათარგმნია აღნიშნული კრებულიდან (VIII-IX-X ტომები)) პროფ. მარია ფილინას სტატიას –  ,,ქართველ პოეტებთან მიწერილი ბორის პასტერნაკის წერილები მისი ეპოქისა და ჩვენი დროის კონტექსტში“, ასევე მთარგმნელის მონოგრაფიას – ,,ქართული პოეზიის როლი ბორის პასტერნაკის შემოქმედებაში” (ეპისტოლარული მემკვიდრეობის მიხედვით).
ბორის პასტერნაკის მიმოწერა ქართველ მეგობრებთან და მათ ოჯახებთან XX საუკუნის ეპისტოლური ჟანრის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. ქართულ ენაზე წერილები თითქმის არ ითარგმნებოდა. ქართველი მკითხველი მათ ორიგინალში კითხულობდა. თუმცა დღეს საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელიც ვერ ფლობს რუსულ ენას ისე, რომ პასტერნაკისეულ ტექსტებს ეზიაროს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახლანდელი გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები