კარლ ჰარცელი: ევროპის ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესური ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
მისივე განცხადებით, ეს ასევე სამშენებლო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.
“ევროკავშირი საქართველოს პარტნიორია და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 100 კილომეტრი განახლდება. ეს არის საქართველოს საგზაო ხერხემლის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კიდევ დამატებით 100 კმ გზა განვითარდება და სამგზავროდ უფრო უსაფრთხო იქნება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანზიტო ცენტრის სტრატეგიული ფუნქციის განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს სამშენებლო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 6,1 მილიარდი ევროს მოცულობის ტექნიკურ საგრანტო დაფინანსებას იმისთვის გამოვყოფთ, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ახალ ინვესტიციებს, გავაძლიეროთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობები, რათა მან ქვეყანაში უფრო მასშტაბური პროექტები განახორციელოს. ამით ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საქართველოს გზებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებაში.
მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი შეთანხმების გაფორმება და მოუთმენლად ველოდები ჩვენს მომავალ თანამშრომლობას”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები