სად იყიდება ანტისანიტარიულ პირობებში დამზადებული ყველი

საქართველოს მომხმარებლთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე საგანგაშო მაჩვენებელს დებს. ქვეყნის მასშტაბით 8 ქალაქში რამდენიმე დასახელების ყველის ლაბორატორიულ კვლევა ჩატარდა, ყველის 50 ნიმუშიდან 29 საკვებად უვარგისი აღმოჩნდა. კვლევის ოფიციალურ მონაცემებს მადონა კოიძე მიმდინარე კვირას გაასაჯაროებს. კოიძის თქმით, 50 ნიმუში რამდენიმე დიდ ქალაქში სამი დასახელების ყველზე აიღეს. შეამოწმეს ე.წ. იმერული ყველი, სულგუნი და კუსტარული წესით დამზადებული ე.წ ქარხნული წრმოების ყველი. მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბაქტერია იმერულ ყველზე აღმოჩნდა, რადგან იმერული ყველის პასტერიზება ნაკლებად ხდება და ამიტომ დაბინძურებაც დიდია.
“რამდენიმე ნიმუშში აღმოჩენილია ისეთი პათოგენი, როგორიცაა ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომელიც განსაკუთრებულ პირობებში ტოქსინებს გამოყოფს, მათ ადამიანის ოპრგანიზმში ენტერომოწამვლვის გამოწვევა შეუძლიათ. ასევე, რამდენიმე ნიმუშში აღმოჩნდა ნაწლავის ტიპის ბაქტერიები, ეს ნიშნავს, რომ ყველი ანტისანიტარულ პირობებშია დამზადებული და რეალიზება არასათანადოდ ხდება“,-აცხადებს კოიძე.
კოიძის თქმით, მომხმარებელთა ფედერაციამ ყველის შემოწმება მომხმარებლის მიერ მათთან განხორციელებული ზარის შემდეგ გადაწყვიტა.
როგორც კოიძე აცხადებს, ფედერაციას ქალბატონმა საგანგაშო ინფორმაცია მიაწოდა, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზრობის წინ ავტომანქანის საბარგულიდან ყველი იყიდებოდა. საბარგულში ჩაფენილი იყო ცელოფანი, შიგნით ჩასხმული იყო მარილიანი წყალი და იქ მოთავსებული იყო გასაყიდად გამზადებული ყველის პროდუქტი.
“ შესაძლოა, მარკეტებში ნახოთ ყველის პროდუქტები მოწესრიგეული ვიზუალით, მაგრამ მომხმარებელმა არ იცის, საიდან მოდის რეალურად ეს ყველი და რა პირობებშია დამზადებული. ჩვენ მივედით ადგილზე, გამოვიძახეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ისინი სწაფად მოვიდნენ ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად. მაგრამ ვინაიდან ეს ტერიტორია, დაფიქსირებული იყო, როგორც ავტოსადგომი და არა, როგორც ბიზნესოპერატორი, სურსათის უვნებლობის სამსახურს არ ჰქონდა უფლება, რაიმე ტიპის ღონისძიება განეხორციელებინა. იმდენად ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იყიდებოდა ყველი, სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ პატრული გამოიძახა, რადგან გარევაჭრობა სამართალდარღვევაა, დაწესებულია საჯარიმო სანქციები. საპატრულო პოლიცია ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს, მათ კანონის ფარგლებში იმოქმედეს და გაფრთხილება მისცეს მოვაჭრეს“,-აცხადებს კოიძე.

წყარო: გაზეთი “ კვირის ქრონიკა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები