შიდა ქართლიდან დევნილი პოეტების კრებულის – „ალილუიას“ წარდგენა გაიმართება

20 თებერვალს, 15:00 საათზე, შიდა ქართლიდან დევნილი პოეტების კრებულის – „ალილუიას“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კრებულის რედაქტორია, პოეტი მზია ხეთაგური, შემდგენელი – პოეტი და მთარგმნელი ირინე გოჩაშვილი; დიდი შრომა გასწია თამარ ხიზანიშვილმა.
კრებულის შედგენის იდეა და დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს – დიმიტრი სანაკოევს ეკუთვნის.
წიგნში 37 ავტორის პოეზიაა წარმოდგენილი. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოეტებიც და ახალგაზრდებიც, რომელთაც დევნილობის ტკივილმა ააღებინათ კალამი ხელში.
მზია ხეთაგური: „წინამდებარე წიგნი ერთ მიზანს ემსახურება, – გამოხატოს სამშობლოს დანაწევრებით გამოწვეული ტკივილი. და მწარე რეალობის მიუხედავად, ქრისტიანული ურთიერთმიტევებით გადადგას ნაბიჯები შერიგებისკენ. შერიგების გზა ტაძრამდე მიგვიყვანს, სადაც ოსებმა და ქართველებმაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის უნდა ვილოცოთ“.

მის.: ქავთარაძის ქ. ჩიხი 1. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები