„საუბრები ლურჯ სუფრასთან“ – ეთნოგრაფ ასმათ საღირიძის ლექცია-ტური გაიმართება

20 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ლექციათა ციკლი  – „საუბრები ლურჯ სუფრასთან“ გრძელდება.
როგორც „კვირას“ ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან აცნობეს, ეთნოგრაფი ასმათ საღირიძე ჩაატარებს ლექცია-ტურს მუზეუმში ამჟამად მიმდინარე მისი გამოფენის – „კავკასიის ქალები – ასმათ საღირიძის სამყარო“ შესახებ.
ლექციაზე საუბარი იქნება ეთნოგრაფიულ კვლევებზე კავკასიაში, მრავალწლიანი კვლევების შედეგად შეგროვებულ ვიზუალურ და ეთნოლოგიურ მასალაზე, რომლებზე დაყრდნობითაც შეიქმნა ავტორის მიერ კავკასიაში მცხოვრებ ქალთა სამოსელის მინიატიურული კოლექცია.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები