„უცნობი მასალები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“ – კონფერენცია გაიმართება
საქართველოს ეროვნული მუზეუმი სამეცნიერო კონფერენციას – „უცნობი მასალები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“ – უმასპინძლებს.
კონფერენცია ორ დღეს გასტანს:
20 თებერვალი, 10:30 – 17:30 საათი;
21 თებერვალი, 11:00 – 17:00 საათი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების მიერ, კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში არსებული, საზოგადოებისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი მასალები – სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და სხვადასხვა ეპოქის ნიმუშები.
კონფერენცია ეძღვნება ეროვნული მუზეუმის მთავარი კონსერვატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ირინა არსენიშვილის ხსოვნას.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.