კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს შესრულებული სამუშაოს ნუსხა გამოაქვეყნა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს შესრულებული სამუშაოს ნუსხა და ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობდა 40 ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე. დღეისათვის დასრულებულია 25 პროექტი.
2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებთან დაკავშირებით დასაქმდა 8000-ზე მეტი ადამიანი.
2018 წელს გაიცა ძეგლის რეაბილიტაციის 285 ნებართვა, სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ძალისხმევით განხორციელდა 122 ძეგლის რეაბილიტაცია.
51 ობიექტის რეაბილიტაციაზე სააგენტომ დახარჯა 9 052 000 ლარი.  71 ობიექტზე ფონდმა დახარჯა 10 600 000 ლარი.
2018 წელს სააგენტომ გასცა არქეოლოგიური სამუშაოების 95 ნებართვა.
29 ობიექტის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერების საშუალებით,ჯამური ღირებულება 900 000 ლარი.
2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 187 ობიექტს. 18 ძეგლი წარდგენილი იქნა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები