„შენ ხარ დანიშნული“ – დაპირისპირება ლევან გოგიჩაიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსსასამართლო ხელისუფლების მიერ დანიშნული თავმჯდომარე უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატებს შორის კომიტეტზე.

„დანიშნული დირექტორი. ვის რა უნდა ასწავლოთ. შენ მართლა აქ შენი თავი დირექტორი ხომ არ გგონია. უმრავლესობის არჩეული დანიშნული კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და კეთილი ინებე, ჩვენ მოგვისმინე, რადგან ჩვენ გასწავლით და შენ ვერ გვასწავლი. მე გასწავლი, როგორ უნდა კოლეგებთან ურთიერთობა და პოლიტიკის კეთება. დაიცავით კორექტულობა. დირექტორები არ ხართ, დანიშნულები ხართ იმ მიზნით, რომ სასამართლო დაიცვათ. რასაც ვუყურებთ, ეს არის იურიდიული კომიტეტის რეპუტაციის თვალსა და ხელშუა დანგრევა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილს ანრი ოხანაშვილმა მოკლე რეპლიკით უპასუხა და პროცედურის დაცვისკენ მოუწოდა.

„იმდენსაც ვერ ხვდები, რომ შეურაცხოფას აყენებ კოლეგების 98 პროცენტს. პროცედურას გავყვეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები