კასპში მამაკაცი კლდიდან გადაიჩეხა – „ცხვარი დაკლეს სალოცავში და ქეიფობდნენ“

კასპის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, ის კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცი ცხავერის ტყეში მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, მათ სალოცავს საკლავი შეწირეს, შემდგომ კი სუფრა ტყეში გაშალეს.
„ცხვარი დაკლეს სალოცავში, გარდაცვლილი თამადა იყო, უთქვამს ცოტა ხნით გავალო, ალბათ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გავიდა, რა თქმა უნდა ნასვამები იყვნენ. სავარაუდოდ, სიმთვრალის გამო თავი ვერ შეიკავა, წაბარბაცდა და კლდიდან გადავარდა. რომ აღარ გამოჩნდა, სუფრის წევრებს ეგონათ სოფელში წავიდა. ესენი რომ სოფელში დაბრუნდნენ, მოიკითხეს და მიხვდნენ რომ იქ არ ჩასულა, ისევ დაბრუნდნენ ადგილზე. შემდგომ მოხდა უკვე სამაშველო ძალების ჩართვა. საბოლოოდ კი კლდიდან გადაჩეხილი იპოვეს საწყალი“,- განუცხადა „კვირას“ გარდაცვლილის ახლობელმა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები