“შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სისტემა ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული“

   „მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სისტემა მოწოდებულია და თავის საქმიანობაშიც რეალურად ახორციელებს პრინციპებს, რომლებიც არის მიმართული, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვაზე, იქნება ეს მოწმე, იქნება ეს დაზარალებული, არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთან მიმართებეაში. ეს არის ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი. აქედან გამომდინარე, თუ გარკვეულ სამართალდარღვევებს ჰქონდა, ან ექნება მომავალში ადგილი, ამაზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება, ამიტომ ყველა სამართალდარღვევაზე დაწყებულია როგორც გენინსპექციის ფარგლებში, ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევაში, პროკურატურაშიც დაიწყო გამოძიება. ამიტომ წინასწარ რაღაც განცხადებების გაკეთება და დადანაშაულება სისტემისა, რომ ასეთ დარღვევებს ადგილი აქვს, მოვუწოდებდი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის კერძო პირსაც, რომ თავი შეიკავონ და ამ შემთხვევაში როგორც გენერალური ინსპექცია, ისე პორკურატურა თავის დასკვნებს გვამცნობს და, შესაბამისად, დასაჯელიც დაისჯება, მაგრამ, მერწმუნეთ, იმ ყველა პოლიციელისთვის, ვინც, მართლაც, მთელი თავისი საქმიანობით და შეგნებით საზოგადოების სამსახურშია, თითოეული თქვენგანის უფლებების დაცვის სამსახურშია, ასევე ასეთი წინასწარი განცხადებების და დადანაშაულების ფორმით სისტემის წინააღმდეგ საუბარი ძალიან ცუდი ფაქტი და დისკრედიტაცია იქნებოდა. ამიტომ ვურჩევდი ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან“,- განაცხადა იზორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები