ფლორიან ვუსტის საჯარო ლექცია და კინოჩვენების სერია გაიმართება
მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტი „მდგომარეობებს შორის“, გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 19 და 20 თებერვალს წარმოადგენს გერმანელი კინოკურატორის, არტისტისა და მკვლევრის ფლორიან ვუსტის საჯარო ლექციას და კინოჩვენების სერიას.
19 თებერვალის, 19:00 საათი, გოეთეს ინსტიტუტი
მის: მ. ზანდუკელის ქ. #16.
საჯარო ლექცია თემაზე: „საკურატორო პრაქტიკა კინოსთან მიმართებაში ტრანსმედიალეს კონტექსტში და მის მიღმა“.
ავტორი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, როგორც ტრანსმედიალეს კინო პროგრამის კურატორის. ტრანსმედიალე მედიახელოვნების და ციფრული კულტურის ფესტივალია, რომელსაც 30 -წლიანი ისტორია აქვს. ტრანსმედიალე გარდამტეხ მოვლენად იქცა მედიახელოვნების მიმართულებით საერთაშორისო სცენაზე, რომელიც ყოველწლიურად მისი პროგრამის ფარგლებში 25 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს (www.transmediale.de).
ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიდეო, საარქივო და დოკუმენტურ მასალებთან, ექსპერიმენტულ და ალტერნატიულ ფილმებთან მუშაობის, კვლევისა და რეპრეზენტაციის ასპექტებს.
20 თებერვალი, 18:00 – 22:00, კლუბი KHIDI
მის: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, მარჯვენა სანაპირო.
ფილმების ჩვენება:
KHIDI-ის მთავარ სცენაზე 20 თებერვალს ფლორიან ვუსტი წარმოადგენს სპეციალურად მომზადებულ ფილმების სელექციას ტრანსმედიალეს მოძრავი გამოსახულების არქივიდან. სელექციაში შევა ისეთი ავტორები და ფილმები, როგორიცაა: Daphne Hérétakis’ “Ici rien” (2011) and Stefan Panhans’ “Freeroam À Rebours, Mod#I.1” (2016). ფლორიან ვუსტი ჩვენების წინ გააკეთებს მოკლე შესავალს სელექციის შესახებ, ჩვენებების დასრულების შემდეგ კი აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალება ექნება.
ფლორიან ვუსტი დამოუკიდებელი კინოკურატორი, არტისტი და მკვლევარია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. მისი კურატორული და კვლევითი პრაქტიკა ომის შემდგომი ევროპის ისტორიის, თანამედროვე სოციალური, ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესის თემატიკით შემოიფარგლება. იგი ასევე აქტიურად წერს და კითხულობს ლექციებს კინოს, საზოგადოებისა და ურბანული პოლიტიკის შესახებ. ფლორიან ვუსტი ასევე თანადამფუძნებელია ჟურნალისა „ბერლინი – ქალაქის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა“. 2016 წლიდან ფლორიან ვუსტი ტრანსმედიალეს კინოპროგრამის კურატორია.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება იმართება მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტის „მდგომარეობებს შორის“ ეგიდით. ჩვენების პარალელურად შესაძლებელი იქნება გამოფენის დათვალიერებაც. ჩვენება გაიმართება ალტერნატიული ფორმატითა და დრამატურგიით, რომელსაც არ ექნება მკაცრი განრიგი და ქრონოლოგია.
ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ჩვენებებს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე.
კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორები:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თბილისის მერია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.