„ეგნატე გაბლიანი – ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

21 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის – „ეგნატე გაბლიანი – ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“ – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოცემა ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემათა სერიის – „ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“ – ფარგლებში გამოიცა. მასში შესულია ეროვნული მოღვაწის, ეთნოგრაფის, არქეოგრაფის, მუზეუმთმცოდნისა და პუბლიცისტ ეგნატე გაბლიანის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელთა შორისაა სამი მონოგრაფია და პრესაში დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილები. წიგნს ახლავს ეგნატე გაბლიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პუბლიკაციები და ეთნოგრაფისადმი მიძღვნილი კონფერენციების მოკლე ანგარიში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები