მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.
როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა. საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა.
“საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს დიდ მეგობართან, აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად”,- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი