ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

0

ქუთაისში, მოტოციკლისტი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.
შემთხვევა გუგუნავას ქუჩაზე, ღამის საათებში მოხდა.
რაც შეეხება ქვეითს, იგი, სხვადასხვა ტრავმებით, საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე – 5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი