არჩილ თალაკვაძე მარზუკ ალი ალ გჰანიმს შეხვდა

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ხელმძღვანელობს, ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, მარზუკ ალი ალ გჰანიმს შეხვდა.
მხარეებმა ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფერო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ ქუვეითის ეროვნული ანსამბლეის თავმჯდომარესა და წევრებს საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმები, ასევე – საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლები გააცნო.
ვიზიტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები