რატი იონათამიშვილი: თბილისის მერის დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგებს ვიგრძნობთ როგორც დღეს, ისე – ბევრი წლის შემდეგაც
„მივესალმები თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას K2-ის კოეფიციენტის მატების აკრძალვასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, რატი იონათამშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პრინციპული და პროგრესული გადაწყვეტილება, რომელიც დედაქალაქისა და თბილისელების ინტერესებს ემსახურება.
„წლების მანძილზე, თბილისში მიმდინარე ურბანულმა ქაოსმა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა და ამ პროცესს, შეიძლება ითქვას, ბოლო არ უჩანდა. ამიტომ იყო აუცილებელი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა სამართლებრივ ჩარჩოებს; ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის სწორ განვითარებას შეუწყობდა ხელს, რომელსაც ექნებოდა მოკლე და გრძელვადიანი ეფექტები. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში თბილისის მერის გვერდით დარგის სპეციალისტები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები დგანან, რომლებიც კონსულტაციის პროცესში იყვნენ ჩართულები“, – განაცხადა დეპუტატმა.