ანრი ოხანაშვილი: შსს-ს შთამბეჭდავი რეფორმების შედეგად,, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია

0

დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატის გაზრდის შესახებ  პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და სიახლეების შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს. სამინისტრო აგრძელებს ინსტიტუციონალურ განახლებას, სისტემურ განახლებას; რაც ნიშნავს იმას, რომ, ერთის მხრივ, აუცილებელია შეუპოვარი ბრძოლა დანაშაულთან, კრიმინალთან და, მეორე მხრივ, აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვა.
ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სწორედ ეს დეპარტამენტი უზრუნველყოფს ხარისხზე კონტროლს, რომ, ერთის მხრივ, გამოძიების ხარისხი ეფექტური იყოს და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ უფრო გაიზარდოს. შესაბამისად, ფუნქციების გაფართოება სწორედ ამას ემსახურება მიზნად, რომ კიდევ უფრო ეფექტური გამოძიება მივიღოთ, კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული ადამიანის უფლებები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები როგორც საგამოძიებო ხარისხის გაუმჯობესების, ისე –  ადამიანის უფლებების შემდგომი გაძლიერების კუთხით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი