“პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს”

„უსაფრთხოების საბჭოს უნდა ეწოდოს „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო“. მის სხდომებს უნდა გაუძღვეს პრემიერ-მინისტრი და მოწვეული უნდა იყოს პრეზიდენტი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი აცხადებს.
ამასთან, უსუფაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, რისთვისაც უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა შესაბამის ინფორმაციასა და ანალიტიკურ მასალაზე.
„უსაფრთხოების საკითხებში კონსტიტუციით წახდენილი საქმის საკანონმდებლო დონეზე ოდნავ მაინც გამოსასწორებლად: 1. უსაფრთხოების საბჭოს უნდა ეწოდოს „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო“. მის სხდომებს უნდა გაუძღვეს პრემიერ-მინისტრი და მოწვეული უნდა იყოს პრეზიდენტი; 2. უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობა უნდა უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის სპეციალურმა ქვედანაყოფმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საბჭოს მდივანი უხელმძღვანელებს. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი კი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის „ჩრდილი და აჩრდილი“ უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებში, ასევე – შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კომპლექსურ ურთიერთობაში. ამ საქმეს, ყოველდღიურად, მაღალი რანგის პროფესიონალის 24 საათი სჭირდება და არა – რომელიმე მინისტრის გამოძებნილი 24 წუთი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკანმოუბრუნებლად გადარბენილ შავ კატას სწორედ „უშიშროების საბჭო“ ეწერა ზურგზე. იმედია, ვსწავლობთ გაკვეთილებზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები