სტატისტიკა: თბილისში, ყველაზე მეტი ხანძარი საბურთალოს, სამგორისა და გლდანის რაიონებში მოხდა

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ხანძრების 41% საცხოვრებელ სახლებში ხდება.
უწყება 2018 წლის განმავლობაში მომხდარ ხანძრის ფაქტების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს:
დოკუმენტის თანახმად, ხანძრის შემთხვევები, ყველაზე ხშირად, ივლისის თვეში ფიქსირდება.
კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტი ხანძარი პარასკევს ჩნდება.
დღის განმავლობაში, ხანძრის ყველაზე აქტიური პერიოდი 12-16 სთ-მდეა.
ყველაზე ხშირად ხანძარი ფიქსირდება:
თბილისში – 36%;
იმერეთში – 13%;
კახეთში – 12%.
თბილისში, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხანძარი საბურთალოს, სამგორისა და გლდანის რაიონებში მოხდა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები