ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვა-ახლა თემა დახურულია

„საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდე,გ ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი. მას შემდეგ, ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა, მაშინ, “საკონსტიტუციო რეფერენდუმს” და, იმ რეფერენდუმში, ხალხმა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა გამოხატა „ქართული ოცნების“ მიმართ“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმას მილიონი ხელმოწერის შეგროვების შესახებ, რათა, 2020 წელს, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ამოქმედებულიყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა. მისივე განცხადებით, მუშაობა  დღეს ჩამოყალიბებული კანონმდებლობით გაგრძელდება.

„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია. მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას უკვე 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა – ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია ორსაფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე.  რეფორმა არის დასრულებული, ეს თემა არის დახურული. შესაბამისად, მუშაობა იმ კანონმდებლობით გაგრძელდება, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება მილიონ ადამიანს – ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ “საკონსტიტუციო რეფერენდუმს” და იმ რეფერენდუმში ხალხმა  თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა გამოხატა „ქართული ოცნების“ მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ჩვენ მოვიგეთ, ძალიან მყარად, მუნიციპალური არჩევნები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები